მთავარი » 2011»დეკემბერი»21 » 2 წლის ბავშვმა დედა სიკვდილს მობილურის ერთი ზარით გადაარჩინა
14:26
2 წლის ბავშვმა დედა სიკვდილს მობილურის ერთი ზარით გადაარჩინა
2 წლის ბავშვმა დედა სიკვდილს მობილურის ერთი ზარით გადაარჩინა
აშშ-ში ახალი ამბების გმირი გახდა 2 წლის გოგონა - ლიზა ტეხასიდან. ყველაფერი სახლში, ჰიუსტონში მოხდა: ლარისა ტეილორმა მოულოდნელად გონება დაკარგა და იატაკზე დაეცა. მისი პატარა შვილი, რომელთან ერთადაც დედა იმ დროს შინ მარტო იყო, არ დაბნეულა: მან დედის მობილური აიღო და პირველივე გამოძახებული ნომრის ღილაკს დააჭირა თითი. როცა ზარის ადრესატმა მობილური აიღო, ბავშვმა სულ ორი სიტყვა თქვა: „დედა დაეცა".
ლიზამ არც იცოდა, რომ მობილურის ნომერი, სადაც დარეკა, ბებიას ეკუთვნოდა. „მე მას ვთხოვე, ტელეფონი დედისთვის მიეწოდებინა. მესმოდა, როგორ ცდილობდა ამას, მაგრამ რამდენიმე წამში ბავშვმა მითხრა: „ის არ იღვიძებს, ლაპარაკი არ უნდა".
ამის შემდეგ ბავშვის ბებიას ისღა დარჩენოდა, მყისიერად აეკრიფა 112 და იმ სახლის მისამართი ეთქვა, სადაც დედა-შვილი იმყოფებოდნენ...
გაირკვა, რომ ბავშვის დედა დიაბეტით იყო დაავადებული, ის კომაში ჩავარდა და რომ არა დროული დახმარება, შესაძლოა, ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრებულიყო. ახლა დედა თავის შვილს სუპერგმირს უწოდებს და ჟურნალისტებთან საუბარში გაოცებას ვერ მალავს იმის გამო, რომ ბავშვმა, რომელიც მანამდე არასდროს დაინტერესებულა მობილურით, დარეკვა მოახერხა.