8 მარტს აღინიშნება ქალთა დღე. ეს ყველაფერი წარმოიშვა 1857 წლის 8 მარტს, როდესაც ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა მოხდა, აუტანელი სამუშაო პირობების გამო. მომდევნო წლებში კი 8 მარტს კვლავ გაიმართა საპროტესტო აქციები, მაგრამ უფრო ფართომასშტაბიანი. 1908 წელს კი 15 000 ქალბატონი გამოვიდა ნიუ-იორკის ქუჩებში მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს კი მოხდა 8 მარტის ქალთა დღედ გადაქცევა. 1910 წელს კოპენჰაგენში ჩატარდა პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც გერმანელი სოციალისტი კლარა ცეტკინის მიერ დამტკიცდა 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ. მომდევნო წლებში კი მილიონიანი აქციები იმართებოდა 8 მარტს ქალთა სოლიდარობის მიზნით.
1965 წლიდან ეს დღე საბჭოთა კავშირშიც გამოცხადდა ოციფიალურ დღესასწაულად. 2005 წელს კი ბრიტანეთში ქალთა დღე გამოაცხადეს სახალხო დღესასწაულად.
ამჟამად კი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება ქალთა დღე, მათ შორის საქართველოშიც.