დემი ლოვატომ ახლახან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მომავალ წელს აპირებნს სხვადასხვა სკოლებს ეწვიოს და იქ ლექციები წაიკითხოს ბავშვების ჩაგვრის თემაზე. დისნეის ვარსკვლავი იხსენებს როგორ ჩაგრავდნენ მას 12 წლის ასაკში. დემის სიმსუქნის გამო დასცინოდნენ და დამამცირებელ სახელებს ეძახდნენ. ლოვატო თვლის, რომ ”ფეისბუკისა” და ”თვითერის” ეპოქაში მოზარდები კიდევ უფრო დაუნდობლები გახდნენ. ♥