ოთხშაბათი, 18.12.2024, 05:21
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმები სტუმარი | RSS
SmiLeRs.UcoZ.Com ♥

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 17 » Hair
11:58
Hair


ჯანმრთელი, მოვლილი თმა ხაზს უსვამს ადამიანის სილამაზეს.ბევრი თვენგანი ალბათ სწორედ ასეთ ”უნაკლო” თმას ნატრულობს, თუმცა დამეთანხმეთ შედეგის მიღწევა არც ისე ადვილია. თმის სწორად მოვლისათვის საჭიროა მის შესახებ გარკვეული ცოდნა.

თმის ყოველი ღერი გამსხვილებული ძირით ზის ცილინდრულ ჩარღმავებაში – ფოლიკულში. როგორც მცენარე იზრდება მიწაში, ისე იზრდება თმა თავის კანში. თავზე თმის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 3-4 წელი, წარბები და წამწამები კი ცოცხლობენ 150 დღეს.
ადამიანს თავზე აქვს 50 000 – 140 000 ღერი თმა. გაცვენილი თმის ადგილზე რამდენიმე თვის შესვენების შემდეგ ახალი თმა ამოდის. ერთ დღეში თმა თავზე იზრდება 0,2 – 0,4 მმ-ით. თმას შეუძლია გაიზარდოს 1,5 მ-მდე.
სისხლძარღვები და ნერვული დაბოლოებანი ახორციელებენ კავშირს თმასა და ორგანიზმს შორის.
თავის კანის ნორმალური მდგომარეობის დარღვევა (ზედმეტი სიმშრალე თუ ჭარბი ცხიმიანობა, თმის უეცარი დაცვენა, ქერტლი და სხვა) ორგანიზმში მიმდინარე ზოგად ცვლილებებზე მიუთითებს.
გახსოვდეთ, თავის კანი და თმა იკვებება იმავე საკვებით, რითაც ტვინი, გული და სხეულის თითოეული უჯრედი, თუმცა ზოგიერთი საკვები კი არ კვებავს ორგანიზმს, არამედ წამლავს სისხლს.
თავის კანისა და თმის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს მრავალმა მიზეზმა: (უსიცოცხლო, მოხარშულმა საკვებმა, მავნე ჩვევებმა, სისხლის მიმოქცევის მოშლამ, ნერვულმა დაძაბულობამ და სხვა. თმაზე დიდი გავლენა აქვს გარეგან ფაქტორებსაც, როგორიცაა: თმის უხეში ვარცხნა, გადახურება, სიცივე, ქიმიური შამპუნებისა და საღებავების გამოყენება.
მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას და სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას თავის კანში ნიღბებიდან. ამის გარდა ეს ძალიან სასიამოვნო პროცედურაა.
იმისათვის, რომ თქვენი თმები მოვლილად გამოიყურებოდნენ საჭიროა კარგი სავარცხლის შერჩევა. ყველაზე კარგია სავარცხელი ბუნებრივი ჯაგარით, აგრეთვე მნიშვნელოვანია იცოდეთ სწორედ თმების დავარცხნა.არასდროს დაივარცხნოთ სველი ან ნოტიო თმები. სველი თმა ვარცხნისას ძალზედ იწელება და ზიანდება. ექსპერტები გვირჩევენ დაბანვის შემდეგ რამოდენიმე საათი თავი შევიკავოთ ამ პროცედურისგან.
- ჩამოივარცხნეთ თმები ერთი მოძრაობით, თმის ბოლქვებიდან ძირებამდე. ესე ცხიმი, რომელიც ძირებთან წარმოიქმნება თანაბრად გადანაწილდება მთელ სიგრძეზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ გრძელი თმები გაქვთ, რადგან გრძელი თმის ბოლოები იოლად შრება და იყოფა.
- აბურდული თმა თავდაპირველად იშვიათკბილებიანი სავარცხლით დაივარცხნეთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ მუსი ან ლაქი გისვიათ, შემდეგ ჩოთქით გადაივარცხნეთ თმები. ჩოთქი მტვერს, ლაქის და მუსის ნარჩენებს მოაცილებს და თმები ბზინვარებას არ დაკარგავენ.

რა ფერის თმა იქნება მოდაში 2012 წელს?

ქალბატონები ყურადღებას არამარტო მოდური სტანდარტების შესაბამისი ტანისამოსით, არამედ, მაკიაჟითა და თმის ვარცხნილობითაც იპყრობენ. ჯანმრთელი თმები, ლამაზი, არსებული სტანდარტების შესაბამისი ფერითა და ფორმით, ქალბატონს მშვენიერებასა და ელეგანტურობას სძენს. მიმდინარე წელს , ყოველივე მარტივი და ჰაეროვანი აკმაყოფილებს უმაღლესი მოდის სტანდარტებს. რა თქმა უნდა, უყურადღებოდ არც თმები არ დარჩენილა. სპეციალისტები საზოგადოებას ურჩევენ, რომ უარი თქვან მეტად ღია ფერებზე, რომელიც არა ელეგანტურობის, არამედ უგემოვნობის განცდას იწვევს. 2012 წელს, აქტუალური – წითური, მუქი ყავისფერი და წაბლისფერი ტონალობები იქნება. 
მოდური წაბლისფერი...
თუ გასულ სეზონზე უპირატესობით ქერა ფერის ტონალობები სარგებლობდა, 2012 წლის სეზონზე იგი წაბლისფერმა ჩაანაცვლა. მუქი ფერის თმები, წითური ჩრდილებით, შეუდარებლად გამოიყურება მზის შუქზე. ასეთი ფერის თმები შეუდარებლად შეეხამება ნებისმიერი ფორმის სახეს. 
ღია ფერის წითური...
ღია ფერის წითური და ყველა მსგავსი ტონალობა, ყველაზე დიდი უპირატესობით ისარგებლებს 2012 წელს. შეიძლება ითქვას, რომ მათ ვინც ასეთ ფერებს ბუნებრივად ფლობს, 2012–ში ყველაზე მეტად გაუმართლათ. ხოლო მათთვის, ვისაც ექსპერიმენტების არ ეშინიათ, არსებობს ერთი წესი: მათ ან მეტად ღია წითური ტონალობები უნდა აირჩიონ, ან მეტად მშვიდი და ელეგანტური ვარიანტები. მთავარია შეინარჩუნოთ ნამდვილად წითური ფერი და არა ყვითელი ან წითელი ფერები. 
სხვადასხვა პროცედურები...
ისეთი პროცედურები, როგორიც, თმის გაღიავება, ან მისი რამდენიმე ფერში შეღებვაა, კვლავ აქტუალურია. ეს საშუალებები შეუდარებელი გზაა იმ გოგონების სტილის შესაცვლელად, რომლებსაც ჯერკიდევ არ აურჩევიათ 2012 წლისთვის შესაბამისი თმის ფერი. ასეთი გზა ქალს ეხმარება საკუთარი თმის რამდენიმე ფერი იხილოს და შედეგად, არც თვითონ დაზარალდეს, არც თმა და საბოლოოდ, გადაწყვეტილებაც მიიღოს. თუმცა, ახალ სეზონზე, ჩრდილები ერთმანეთის მსგავს ტონალობებში უნდა გადადიოდეს, არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება ყავისფერისა და ყვითელის, ან შავისა და ყვითელის შეხამება. 
შავიდან მუქ ყავისფრამდე...
მიუხედავად იმისა, რომ მოდელიორებმა, მიმდინარე წელს, მოყავისფრო თმის ფერის მქონე მოდელები აირჩიეს, შავი თმების მქონე ქალბატონები სასოწარკვეთას არ უნდა მიეცნენ. მუქი ფერის ტონალობები, მიმდინარე სეზონზეც შეესაბამება უმაღლესი მოდის სტანდარტებს. მოდის სამყაროში კვლავ დაბრუნდა ერთ–ერთი ყვლაზე საინტერესო და ელეგანტური ფერი – მუქი ყავისფერი. ასეთი ფერის თმით, ნებისმიერ გოგონას შესწევს ძალა ეფექტი მოახდინოს გარშემომყოფებზე. ამასთანავე, სპეციალისტები ბუნებრივად ყავისფერი თმის მქონე ქალბატონებს, არ ურჩევენ უფრო მეტად გაამძაფრონ ეს ფერი ხელოვნური ჩარევით. ხოლო თუ ქალბატონი შავი ფერის თმას ფლობს, მაშინ მან, უბრალოდ, უნდა გაიღიავოს იგი. 
მოდური ქერა...
ღია თმის ფერის მქონე ქალბატონებსაც არანაკლებ გაუმართლათ მიმდინარე სეზონზე. მათ ახალი ფერის შერჩევა ჩამოთვლილი ტონალობებიდან სრულიად მარტივად შეუძლიათ და ფერის შეცვლაც არავითარ პრობლმებთან არ არის დაკავშირებული. ერთადერთი, რაც ყველას უნდა ახსოვდეს, არის ის, რომ უმაღლეს მოდად ყოველივე ბუნებრივი ითვლება. ასე რომ, არავითარ შემთხვევაში არ შეიღებოთ თმა მეტად თეთრ, ან ყვითელ ფერებში.


კატეგორია: სხვა ♥ | ნანახია: 837 | დაამატა: MileyFanN:) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩვენი გამოკითხვა♥.

მოგწონთ ჩვენი საიტი ? ?
სულ პასუხი: 258

SmiLeRs.UcoZ.Com ♥

კალენდარი ♥

«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

მინი-ჩეთი ♥


სულ ონლაინში: 18
სტუმარი: 18
მომხმარებელი: 0