ხუთშაბათი, 21.11.2024, 20:36
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმები სტუმარი | RSS
SmiLeRs.UcoZ.Com ♥

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 31 » Happy New Year 2012 Of Dragon
16:02
Happy New Year 2012 Of Dragon

რადგან დადგე ეს ნანატრი დღე ამიტომ მე თქვენ გასწავლით რა უნდა გაიკეთოთ რა უნდა ჩაიცვათ რა აჩუქოთ მეგობარს და ასე შემდეგ.მოდით ჯერ დავიწყებ ქალის ასევე გოგოების და მამაკაცების და ბიჭების ჩასაცმლიდან.
დრაკონის საყვარელ ფერებთან დაკავშირებით აზრი იყოფა. ზოგი თვლის რომ მისი საყვარელი ფერი ყვითელია, ხოლო ნაწილს მიაჩნია რომ მკვეთრი წითელი და მწვანეა. თუმცა დრაკონის მიერ შავის სიყვარულზე ყველა ასტროლოგი თანხმდება. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ საახალწლო სამოსში თქვენი სურვილისამებრ გამოიყენოთ ყვითელი, წითელი ან მწვანე და აუცილებელ შტრიხად დაამატოთ შავი. ქალებისგან განსხვავებით მამაკაცებს დიდი არჩევანის თავისუფლება არ რჩებათ ჩაცმულობაში, თუმცა მათაც შეუძლიათ გამოეწყონ მოდურ, მუქი ფერის, შარვალ-კოსტუმში და გააცოცხლონ იგი მკვეთრი ფერის აბრეშუმის პერანგით.
შემდეგი კიტხვა ასეთია:როგორი აქსესუარები გამოვიყენოთ ახალ წელს?ამაზეც გაგცემთ პასუხს:
ვინაიდან დრაკონს მოსწონს ფუფუნება , მას ძალიან უყვარს მდიდრული სამკაულები. ასე რომ, დრაკონის გულს ადვილად მოიგებთ თუ დამდეგ ახალ წელს შეხვდებით მრავალფეროვანი სამკაულებით. დრაკონს მოსწონს როგორც ოქრო, ასევე ვერცხლი. მას განსაკუთრებით უყვარს მარგალიტი. ბიჟუტერიის გამოყენება სასურველი არ არის, დრაკონს უყვარს ყველაფერი ნამდვილი და მდიდრული. რაც შეეხება მამაკაცებს, მათ შეუძლიათ ორიგინალური ჰალსტუხით გააფორმონ თავიანთი ჩაცმულობა. თუ ახალწელს საკარნავალო ვითარებაში აღნიშნავთ წლის მფრაველის გულის მოსაგებად შეგიძლიათ გამოეწყოთ ზღვის თემატიკის საკარნავალო კოსტიუმებში
შემდეგი კითხვა:რა მოვამზადოთ საახალწლო სუფრისთვის?
ჩაცმულობა არ არის ერთადერთი ხერხი დრაკონის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. მას ასევე ასიამოვნებთ საახალწლო სუფრაზე მისი საყვარელი კერძებით. დრაკონს არ აქვს გამოკვეთილი პრიორიტეტები საკვებში, თუმცა ძვირფასი სახეობის თევზი დრაკონს განსაკუთრებით ესიამოვნება და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს - გოგრაც. მთავარია ერიდოთ ნახევარბაფრიკატებსა და კონსერვებს, დრაკონს ყველაფერი ახალი და ცოცხალი უყვარს.
ახლა გეტყვით რამოდენიმე ქალის და მამაკაცის სასურველ საჩუქარზე:
საჩუქრები მამაკაცებისთვის:
საფულე - ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული საჩუქარი მამაკაცისთვის, რომლითაც ნამდვილად მოიგებთ მის გულს.
ოდეკოლონი - განურჩევლად იმისა უვლის თუ არა მამაკაცი თავს, ოდეკოლონი მას ყოველთვის გამოადგება.
სანთებელა - ორიგინალური სანთებელა როგორც აქსესუარი კარგი საჩუქარია არამწეველი მამაკაცებისთვისაც კი.
ჰალსტუხი - მართალია ბევრ მამაკაცს არ უყვარს ჰალსტუხის ტარება, თუ ჰალსტუხის ნახატს მისთვის საინტერესო თემატიკის მიხედვით შეარჩევთ შესაძლოა მისი ტარებაც შეაყვაროთ.
სათამაშო თვითმფრინავი - დისტანციური მართვის სათამაშო თვითმფრინავი ყველა ასაკის მამრობითი სქესის წარმომადგენელს გაახალისებს!
მანდილოსნების საჩუქრების პირველი 5-ეული:
ქოთნის ყვავილი - ზოგ მანდილოსანს ყვავილების თაიგულის ნაცვლად ქოთნის ყვავილი გაუხარდება საჩუქრად, რომელიც დეკორატიულ ფუნქციებსაც ითვისებს.
ფრჩხილების მოსავლელი ნაკრები - თითქმის ყველა მანდილოსანი დიდ დროს უთმობს ფრჩხილების მოწესრიგებას, ამიტომ მათ ესიამოვნებათ ფრჩხილების მოსავლელი საშუალებების საჩუქრად მიღება.
სურნელოვანი სანთლები - ადვილად ხელმისაწვდომი, საჩუქარი მრავალფეროვანი არჩევანით.
შოკოლადი - მართალია ბანალურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ქალებს უყვართ შოკოლადი და არასოდეს შეცდებით თუ მას გემრიელ და ლამაზად შეფუთულ შოკოლადის კანფეტებს აჩუქებთ!
ყელსაბამი - მიუხედავად საჩუქრის მომავალი მფლობელის გემოვნებისა, სადა და ლამაზი დიზაინის ყელსაბამი კარგი საჩუქარი იქნება.
რატომ უნდა ვილაპარაკო მხოლოდ ამაზე.ხომ შეიძლება დაიწყო ლაპარაკი იმაზე რომ საახალწლოდ ანუ დღეს ძალიანბევრი ფილმი გავა.მე პირადად ყველაზე მეტად მიყვარს საახალწლო ფილმი:როგორ იპარავს გრინჩი შობას.ყველა უნდა ელოდეთ საახალწლო ფილმებს დღეს მოდით ერთ შეკითხვას დაგისვამთ:სანტა VS გრინჩი?

ამ კითხვაზე პასუხი დაწერეთ ქვემოთ კომენტარებში.იმედია ახალი წლისთვის ჩემი ნიუსი გამოგადგებათ.საახალწლო განწყობისთვის შემოგთავაზებთ ნაძვის ხის სათამაშოების სურათებს.

ყველას გილოცავთ ახალ 2012 წელს!!


კატეგორია: სხვა ♥ | ნანახია: 1719 | დაამატა: MileyFanN:) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
4 NiiniiKo-Miley  
0
xo biggrin :D biggrin

3 MileyFanN:)  
0
ise dini siaxle gamomivida ara?magram kargi biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

2 MileyFanN:)  
0
rato arcerti?romelime xo unda mogwondes biggrin biggrin biggrin biggrin

1 NiiniiKo-Miley  
0
arcerti biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩვენი გამოკითხვა♥.

მოგწონთ ჩვენი საიტი ? ?
სულ პასუხი: 258

SmiLeRs.UcoZ.Com ♥

კალენდარი ♥

«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

მინი-ჩეთი ♥


სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0