ჰოლივუდის ვარსკვალავი მსახიობი ჯესიკა ალბა გამოირჩევა მისი ყოველდღიური უბრალო ჩაცმულობის სტილით. ორი მცირეწლოვანი გოგონას დედა ცდილობს მათთან ერთად სეირნობისას მაქსიმალურად კომფორტულად გამოეწყოს, ქუსლებს კი სტუდიაში საქმიან შეხვედრებზე წასვლისას თუ იცვამს.
როგორც ჯესიკა ამბობს ის დიეტაზე მოზარდობის პერიოდიდან იყო და ის მუდამ ოჯახის წევრებისგან განცალკევებით, დამოუკიდებლად იკვებებოდა რადგან სურდა ფორმაში ყოფნა, ხოლო მისი ოჯახის წევრები სიმსუქნისადმი მიდრეკილნი იყვნენ და ამის შიშით ჯესიკა საკუთარ კვების რაციონს დიდი ყურადღებით არჩევდა. ფილმებში მუდამ აქცენტირდებოდა ჯესიკას უნაკლო სხეული! შვილების გაჩენის შემდეგ კი გამოტყდა, რომ ნაკლებად კომპლექსდება მისი აღნაგობით და თავს ზედმეტი კილოგრამების სასწრაფოდ დაწვის გარეშეც უბედნიერეს ქალად გრძნობს, თუმცა კი ამ პროცესს თვალს ადევნებს.
ჯესიკამ ამჯერად მოირგო დიასახლისის როლი და ის ბიზნესში ჩაება, რომელიც სარეცხ საშუალებებს აწარმოებს.