დაბრუნება სახლშიჩემი ცხოვრება კარგად აეწყო, ბედნიერი ვარ ძველი მეგობრების და სკოლის გარეშე, მყავს ჰანა რომელიც ჩემი შემოსავლის წყაროა, არამარტო შემოსავლის, მისი დამსახურებით მთელმა ქვეყანამ გამიცნო.გავიგე რომ კიდევ რამდენიმე სერია მქონდა დარჩენილი, რომელსაც დიდი შრომა ჭირდებოდა სერიალის ფინალი განუმეორებელი უნდა ყოფილიყო. მე ვარ ყველა სცენაში, ფილმის ყველა ნაწილში! ეს დაუჯეერებელია! არ მჯერა რომ ამდენს მივაღწიე. დაიწყო გადაღებები დღითიდღე უფრო ვიღლები, პრინცის გარეშე ვცხოვრობ, მენდი გაემგზავრა, მარტო ვარ და ვხვდები რომ რამე ახალი მჭირდება. მართალია! ყოველ ღამე სხვადასხვა ქალაქში ვიღვიძებ და ვიძინებ, მაგრამ დამთავრდა! გადაააღება დამთავრდა! და დადგა დრო დავბრუნდე ჩემს სახლში, ჩემს ბავშვობაში! ტენესში!! ნეშვილში!! ღმერთო რა ბედნიერი ვარ..! ჩავედი ჩემს მამულში!1 ადგილას სადაც დავიბადე და ცხოვრების ლამაზი და ყველაზე ტკბილი დრო - ბავშვობა გავატერე. არ მჯერა რომ ასეთი ბედნიერი ვარ, ჩემ ცხენებთან, ძაღლებთან, კატებთან და კუსთან ერთად ვარ. მაილი ბედნიერია.უცებ ჰანა მონტანას შემქმნელი მირეკავს და მეუბნება: ფილმი ძალიან შემოსავლიანია, ვაპირებთ გადავიღოთ ფილმი, სრულმეტრაჟიანი ფილმი ჰანა მონტანა(კინო) , რომელიც შენს ქალაქში ნეშვილში დაიდგმება.ეს საოცრება იყო, უბედნიერესი წამი ჩემს ცხოვრებაში, ემილი და მაიკლი ჩემთან იქნებოდნენ და დროს ერთად გავატარებდით ნაშველევში, საოცრება იყო, ძალიან გამიხარდა.ღამე ფერმაში ვიძინებდი, ჯერ მსახიობები არ იყვნენ ჩამოსულები. ღამე ფერმაში ვიძინებდი ჩემს ძაღლთან და ცხენთან ერთად მეძინა, ვუყურებდი ცას, და ვფიქრობდი მომავალზე, მაილიზე, პრინცსზე, ასე თენდებოდა და ღამდებოდა მე კი სულით ბედნიერი ვიყავი. ქათმებს ვეთამაშებოდი და პატარა ბავშვივით დავზდევდი მათ, გოჭებთან ერთად ვთამაშობდი, და ვხვდებოდი რომ ისინი მიგებდნენ, ვხვდებოდი რომ ცხოველი საუკეთესო არსებაა.საოცრებაა როცა მიდიხარ სოფელში, ერთ გრილ დღეს იკარგები ტყეში და 500 ჰექტარზე მხოლოდ შენ ხარ, ვერავინ და ვერაფერი შეგიშლის ხელს დატკბე ბუნებით და მისი სილამაზით უყურო ლურჯ ცაზე დადებულ ფუმფულა ღრუბლებს და ეთამაშო მათ. ემილი ჩამოვიდა, მისი პირველი წინადადება ეს იყო: (მიიხედ მოიხედა) და ამბობს: აიი ვხვდები, რატომ გიყვარს აქაურობა, ღმერთო ჩემო რა სიწყნარეა.სასაცილო იყო ემილი სოფელში, მეცინებოდა მის დანახვაზე, ემილი ქალაქელი და ძალიან ნაზი გოგოა, მე კი ცუღლუტი ბავშვი რომელიც ფერმაში გორაობდა, ემილი მთელი დღე გაკვირვებული მიყურებდა , შემდეგ თვითონაც შეეჩვია ქათმებთან თამაშს. საუკეთესო რამ რაც შეგიძლია სოფელში გააკეთო ესაა, : მიყვარს როცა მამაჩემთან ერთად გავდივარ ცხენების სადგომზე, შემდეგ ერთად დავქრივართ ცხენებით, ვერთობით და უაზროდ ვიცინით, აი სწორედ მაშინ უნდა იფიქრო რომ ცხოვრება ყოველგვარი საშინელების გარეშეც მშვენიერია. ცხენებს ვატარებდი და თვალწინ მეხატებოდა ჩემი ბავშვობა, ვფიქრობდი რომ ისევ პატარა გოგონა ვიყავი 4 წლის რომელსაც ჭკუა არააქვს და სირბილის მეტი არაფერი აინტერესებს.საოცრებაა, ოდესმე გიგრძვნია რომ დრო უკან ბრუნდება..? და თანდათან პატარავდები და პატარა გოგონა ხდები. ცხენი დიდი ცხოველია, ლამაზი და კეთილი განსაკუთრებით ჩემი ცხენი - როუმი, ძალიან მიყვარს ის, არასდროს არ უნდა დაჩაგრო ცხოველი, ცხოველი მაინც უსუსურია ადამიანთან შედარებით, ჩვენ დიდები ვართ, დიდი ძალა გვაქ შეგვიძლი ცხოველები ერთი ხელის მოსმით მოვკლათ მაფრამ ყველაფერი სხვანაირადაა, როგორც ჩვენ მათაც უნდათ სიცოცხლე. მაგალითად გველი, მას ვერავინ ვერ იტანს. ერთხელ ცხენით ვჯირითობდი და ბალახზე გველი დავინახე, ჩამოვედი და ახლოს მივედი ჩემთვის არაფერი დაუშავებია, საცოდავი თვლებით ამომხედა და გზა განაგრძო. მამაჩემი ცუდათაა, ფეხი იტკინა ცხენზე ჯირითის დროს, მე თვალზე ცრემლი მადგებოდა როცა მამაჩემს ვხედავდი, ის ამბობდა: ფეხი ძალიან მტკივა, ისეთი გრძნობა ამქვს ვითომ ფეხზე დიდმა მანქანამ გადამიარა და ახლაც მივლის.გადაღება იწყებოდა, მე კი მაინც ვჯირითობდი ცხენზე , მთელი დღე, მთელი დღე! ცხენსაც არ ბეზრდებოდა, გვერდიდან პაპარაცები მეპარებოდნენ მაგრამ მაინც ვხედავდი მათ, ერთხელ ხუმრობით ხმამაღლაც დავუყვირე: გადაგვიღეთ! ვაღიარებ! ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი! ემილი ჩემს სახლში დარჩა, მთელი დღე ვლაპარაკობდი, ვხვდებოდი რომ კიდევ ერთი მეგობარი გამომიჩნდა რომელიც მთელი სიცოცხლე მეყვარებოდა, ღამე ყანებში დავდიოდით და ვატყობდი რომ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, ის ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა, დილაობით ცხენებზე ვჯირითობდით,ჩემი და ემილის თავი პატარა დინოზავრებს მაგონებდა, რადგან დიდები ვიყავით და პატარებივით ვთამაშობდით, ხეებს ვუყურებდით ყველა ხეზე იჯდა ჩიტი, ერთად დაფრინავდნენ პატარა ბარტყები და ერთმანეთს ეთამაშებოდნენ, მივხვდი თუ როგორ მიყვარს ჩემი მეგობარი ემილი, მივხვდი რომ ჩვენ ერთმანეთის დები გავხდით, მეგობრები რომლებსაც ვერაფერი დააშორებს.
|