პარასკევი, 27.12.2024, 08:25
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმები სტუმარი | RSS
SmiLeRs.UcoZ.Com ♥

მთავარი » 2012 » იანვარი » 4 » katy perry news
18:00
katy perry news
კეტი პერი რამდენიმე დღეს ბარბარდოსზე, თავის საუკეთესო მეგობართან, რიანასთან გაატარებს.
როგორც ცნობილია, ცნობილი პოპ-მომღერალი კეტი პერი ქმარს, ბრიტანელ მსახიობს რასელ ბრენდს შორდება. 

Daily mail-ის ცნობით, რასელ ბრენდმა განქორწინებაზე შეიტანა განაცხადი და მომღერლის ქონების ნახევარსაც ითხოვს. 

გაიგო თუ არა, რომ რასელმა განქორწინებაზე შეიტანა განაცხადი, პერიმ მაშინვე თავის საუკეთესო მეგობარს, რიანას დაურეკა. მომღერლის ახლობლები ამბობენ, რომ კეტის არავისთან უნდა ურთიერთობა, გარდა რიანასი: კეტის მშობლებთანაც კი უჭირს თავის განქორწინებასთან დაკავშირებით საუბარი, მით უმეტეს, რომ მომღერლის მშობლები დიდად არ სწყალობენ სიძეს. აი, რიანა კი ყოველთვის გვერდში ედგა მეგობარს, მაშინაც, როცა რასელზე დაქორწინება გადაწყვიტა და ახლაც, როცა განქორწინებაზე მიდგა საქმე. რიანამ მაშინვე შესთავაზა მეგობარს, მასთან, ბარბადოსზე ჩასულიყო და გული გადაეყოლებინა. 
მ დროს რასელ ბრენდი ლონდონში იმყოფება. ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ გრძნობს თავს, მსახიობი პასუხობს: "შესანიშნავად"! არადა, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ უმტკიცებდა პრესას, რომ კეტი პერისთან კარგი ურთიერთობა აქვს და ცალ-ცალკე იმიტომ არიან, რომ საქმე მოითხოვს ამას. 

წინა საახალწლოდ კი რასელმა განქორწინებაზე შეიტანა სარჩელი და მიზეზად "ურთიერთობაში გაჩენილი ბზარი" დაასახელა. ასე რომ, ახალი წლის არდადეგებს კეტი პერი საყვარელ მეუღლესთან კი არა, ერთგულ მეგობართან, რიანასთან ერთად გაატარებს.
კატეგორია: ყველა სელებრითი ♥ | ნანახია: 711 | დაამატა: NiiniiKo-Miley | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩვენი გამოკითხვა♥.

მოგწონთ ჩვენი საიტი ? ?
სულ პასუხი: 258

SmiLeRs.UcoZ.Com ♥

კალენდარი ♥

«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

მინი-ჩეთი ♥


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0