ამერიკელი პოპ-მომღერალი კეტი პერი MTV-ის ვერსიით 2011 წლის ”საუკეთესო მომღერალია”. ამ ტიტულისთვის მასთან ერთად ნიკი მინაჟი, ადელი, ლედი გაგა, რიანა, ბიონსე და სხვები იბრძოდნენ. ტელეარხის ექსპერტებმა მიღწევებში Billboard-ის ჰიტ-აღლუმში კეტის რეკორდი ( ერთი ალბომიდან მისი ხუთი სინგლი იკავებდა ჩარტებში პირველ ადგილს), წარმატებული საგასტროლო ტურნე და ვიდეორგოლები აღნიშნეს. 2011 წლის საუკეთესო სიმღერად MTV-ის ვერსიით ადელის „Rolling in the Deep" დასახელდა. აგრეთვე გამოვლინდა წლის საუკეთესო ელექტრონული მუსიკა - „Skrillex". 2011 წლის საუკეთესო „ცოცხალი გამოსვლა" ჯგუფის 30 Seconds to Mars სიმღერა Hurricane გახდა.