ლედი გაგას ყოფილი დამხმარე ირწმუნება, რომ პრაქტიკულად იგი მომღერლის მონა იყო... ლედი აიძულებდა დახმარებოდა დუშის მიღების დროსაც კი! ჯენიფერ ონილი, რომელიც გაგასთან 13 თვის განმავლობაში მუშაობდა და გასამრჯელოდ 380 000 დოლარი მიიღო, აცხადებს, რომ მის მოვალეობებში შედიოდა დუშის შემდეგ პირსახოცის გამზადება და მომღერლის დილაობით გაღვიძება. ლედი მუდმივად მის მეთვალყურეობის ქვეშ იყო... სადაც არ უნდა ყოფილიყო - „სტადიონებზე, თვითმფრინავში, იახტაზე, გასტროლზე და ავტობუსშიც კი". იგი აგრეთვე აცხადებს, რომ ყოველ დილით უნდა გაეღვიძებინა შრომისმოყვარე მომღერალი.