ჯერ კიდევ არ გამოცემული მადონას ახალი ნამუშევარი 2012 წლის ყველაზე სასურველ ალბომად დასახელდა. გამოკითხვა ჟურნალმა „Billboard" მკითხველებს შორის ჩაატარა.პოპ-მუსიკის დედოფლის ახალი ნამუშევარი გაყიდვაში გაზაფხულზე გამოვა. ფირფიტის სახელწოდება ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა, ვიცით რომ პირველი სინგლი იქნება„Gimme All Your Luvin". კომპოზიცია გაყიდვაში იანვრის ბოლო კვირას გამოვა, 5 თებერვალს კი დაგეგმილია მომღერლის გამოსვლა პრესტიჟულ სპორტულ ღონისძიებაზე „Super Bowl". რეიტინგში მეორე ადგილზეა ნიკი მინაჟის ალბომი „Pink Friday: Roman Reloaded". სამეულს კი აგვირგვინებს „No Doubt"-ის ჯერ კიდევ უსახელო ფირფიტა.