მაილის უღელტეხილი — უღელტეხილი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გვერდით ხოხის ქედზე, მწვერვალებს მყინვარწვერსა და მაილს შორის, სიმაღლე 4400 მ. დაფარულია თოვლ-ყინულით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. ერთმანეთთან აკავშირებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტს და ჩრდილოეთ ოსეთს, აგრეთვე გერგეტის, დევდარაკის, დენკარისა და მნის მყინვარებს (მდინარე თერგის აუზი).