ოთხშაბათი, 18.12.2024, 06:25
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმები სტუმარი | RSS
SmiLeRs.UcoZ.Com ♥

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 22 » მამაკაცი რომ მოხიბლოთ!!!
21:34
მამაკაცი რომ მოხიბლოთ!!!
    მამაკაცი რომ მოხიბლოთ!!!

    გოგოებო, ახალი წელი მოდის და ალბათ, განსაკუთრებულად ფიქრობთ თქვენი რჩეულის მოხიბვლაზე ^_^ 

    დრაკონის 2012 წელი ხომ ყველაზე ფერადი, ლამაზი, ტკბილად მოსაგონარი და წარმატებული უნდა იყოს თქვენთვის, ყველა სფეროში!

    გამოიყენეთ ჩვენი რჩევები და შეეგებეთ ახალ წელს თქვენს რჩეულებთან ერთად ! ^_^ყველა მამაკაცი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია, თუმცა ჰოროსკოპი, მათ გარკვეულწილად, მაინც აერთიანებს. 



    განსხვავებულ ნიშანს განსხვავებული მიდგომა და დამოკიდებულება სჭირდება. 

    თუ სასურველი ადამიანის მოხიბვლა გადაწყვიტეთ და გსურთ შედეგმა არ დააყოვნოს, მაშინ ეს რუბრიკა თქვენთვის არის! 

    გაიგეთ ამა თუ იმ ნიშნის მამაკაცს რითი შეძლებთ რომ მოაწონოთ ან არ მოაწონოთ თავი!


    1)ვერძი

    მამაკაცი რომ მოხიბლოთ!!!


    გირჩევთ:

    - იყოთ ეფექტური, მოძრავი და მიუღწეველი!

    - ისე უნდა იმოქმედოთ, რომ ეჩვენებოდეს, რომ გიპყრობთ!

    - სტიმული მისცეთ, როგორც ინტელექტუალურად, ასევე ფიზიკურად;

    - გამოამჟღავნოთ თქვენი დამოუკიდებლობა, მაშინაც კი, როდესაც ძალიან გიჭირთ და როგორც არასდროს გჭირდებათ ვინმეს თანადგომა;

    - განავითაროთ იუმორის გრძნობა - ვერძს უყვარს, როდესაც ართობენ;

    - მიეჩვიოთ ადრე ადგომას - შესაძლოა ეს თვისება ძალიან გამოგადგეთ.



    არ გირჩევთ:

    - სდიოთ კუდში, მაშინაც კი, როდესაც გგონიათ, რომ ამას დახვეწილად და შეუმჩნევლად აკეთებთ;

    - ურჩიოთ რა გააკეთოს - ამ ნიშნის მამაკაცებს უყვართ, როდესაც საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ;

    - მოატყუოთ, ის ვერ იტანს უმნიშვნელო ტყუილსაც კი;

    - არ უნდა დაუშვათ ერთფეროვნება მასთან ურთიერთობაში: მოწყენილობა ვერძისთვის აუტანელია.ვერძი მამაკაცი რომ მოხიბლოთ


    2)კურო


    მამაკაცი რომ მოხიბლოთ!!!


    გირჩევთ:

    - იყოთ ერთგული, მომთმენი და მადლიერი მსმენელი;

    - ბევრი ეპირფეროთ და დააკმაყოფილოთ მისი პატივმოყვარეობა;

    - მხარი დაუჭიროთ მის ყველა საქმიან პროექტს;

    - აჩვენოთ, რომ გრძნობადობა - თქვენი ხასიათის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია;

    - გაარკვიოთ, რა მუსიკასა და საჭმელს ანიჭებს უპირატესობას თქვენი მეოცნებე კურო და ჩათვალეთ, რომ თქვენ გაიმარჯვეთ!



    არ გირჩევთ:

    - ამ ნიშანთან ურთიერთობისას წინ გაუსწროთ მოვლენებს. კურო ვერ იტანს, როდესაც აჩქარებენ;

    - იტრაბახოთ წარსული სასიყვარულო თავგადასავლებით;

    - თავშეკავებას, როდესაც მგზნებარე ვნებების გამომჟღავნებას იწყებს.


    3)ტყუპები


    მამაკაცი რომ მოხიბლოთ!!!


    გირჩევთ:

    - იყოთ კეთილგონიერნი, როგორც ინტიმურ, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში;

    - გაერკვეთ რა ხდება მსოფლიოში, მაშინაც, თუ ამისათვის დამატებითი დროის გამონახვა გჭირდებათ;

    - იყოთ კარგი მეგობარი, ისეთივე კარგი, როგორიც საყვარელი ან ცოლი ხართ;

    - კეკლუცობაზე - კეკლუცობითვე უპასუხოთ;

    - გააკეთოთ ისე, რომ სექსი თქვენი ურთიერთდამოკიდებულების საფუძველი გახდეს.



    არ გირჩევთ:

    - ამ ნიშნის ძალაუფლების ქვეშ მოექცეთ!

    - დაუშვათ ერთფეროვნება და მოწყენილობა თქვენს ურთიერთობებში (მოწყენილობა ტყუპებისათვის ბევრად უფრო უარესია, ვიდრე დამყოლი პარტნიორი.


    4)კირჩხიბი


    მამაკაცი რომ მოხიბლოთ!!!


    გირჩევთ:

    - განავითაროთ თქვენი მგრძნობელობა, იყოთ რბილი, ნაზი და მოსიყვარულე;

    - ისწავლოთ როგორ გახდეთ უფრო მომთმენი (მართალია, ბევრი თქვენგანისათვის ეს ადვილი არ არის);

    - გახდეთ ისეთი ქალი, როგორიც მას მოსწონს. კირჩხიბი კი უპირატესობას სახლის მოყვარულ ქალებს ანიჭებს;

    - ისწავლოთ გამართულად მეტყველება;

    - იყოთ მგრძნობიარე, მაგრამ კირჩხიბზე მეტად არა!



    არ გირჩევთ:

    - როდესმე გააღიზიანოთ ის, რადგან მისი რეაქცია წინასწარ არავინ იცის;

    - იყოთ მფლანგველი. ის ბევრად პრაქტიკულია, ვიდრე მასზე ფიქრობთ;

    - იყოთ შებოჭილი. ინტიმურ ურთიერთობებში მას ნამდვილად მორიდებულს ვერ დაარქმევთ!


    5)ლომი


    მამაკაცი რომ მოხიბლოთ!!!


    გირჩევთ:

    - იყოთ ცეცხლოვანი და დინამიური, მაგრამ, როგორც ალბათ ხვდებით, ლომზე მეტად - არა!

    - გააკეთოთ ისე, რომ იგი იყოს ყოველთვის ლიდერი (ან ყოველ შემთხვევისთვის ასე ფიქრობდეს);

    - შთაუნერგოთ ამ მეოცნებეს, რომ თქვენ, როგორც პარტნიორი, სიამოვნებას დიდად აფასებთ;

    - გააკეთოთ ისე, რომ ლომი ყოველთვის ყურადღების ცენტრში რჩებოდეს (მაშინაც კი, როდესაც გეჩვენებათ, რომ ახლა თქვენი ჯერია), ან მოიცადეთ, სანამ მთლიანად არ დაიბყრობთ მის გულს.



    არ გირჩევთ:

    - როდესმე ლომზე მბრძანებლობას (თუმცა ლომს არ უყვარს სრული მონა-მორჩილება);

    - აკრიტიკოთ ეს რომანტიკული არსება, მითუმეტეს, სხვების თანდასწრებით;

    - მის გაკიცხვას მფლანგველობის გამო, მაშინაც კი, როდესაც სრული გაკოტრება გემუქრებათ. რას იზამთ, მოგიწევთ ამასთან შეგუება!


    6)ქალწული


    მამაკაცი რომ მოხიბლოთ!!!


    გირჩევთ:

    - იყოთ ემოციურად თავშეკავებული; განსაკუთრებით იმ დღეებში, როდესაც პედანტ ქალწულს არ მოსწონს არაფერი, რასაც არ უნდა აკეთებდეთ;

    - ურთიერთობის დასაწყისში გახდეთ მისთვის კარგი მეგობარი, მანამ, სანამ ის თქვენში რაიმე უფრო მაცდუნებელს არ აღმოაჩენს;

    - მზად იყოთ იმისათვის, რომ ნებისმიერი საბაბის გამო ხშირად შესაძლოა იყოს გაუწონასწორებელი, ზოგჯერ პარანოიამდეც;

    - ღირსეულად დააფასოთ მისი შრომისმოყვარეობა და ხშირად შეაქოთ ამ თვისების გამო;

    - თვითგანვითარებისაკენ. ამ ნიშანს უყვარს თანასწორობა ინტელექტუალურ ურთიერთობებში.



    არ გირჩევთ:

    - აკრიტიკოთ თქვენი თავი მისი თანდასწრებით (ცუდია, თუ თქვენც ქალწული ხართ);

    - შეურყიოთ საკუთარი თავის რწმენა;

    - გააღიზიანოთ, სხვა მამაკაცების მიმართ ზედმეტი ყურადღების გამოჩენით, მაშინაც კი, თუ ამას ზუსტად მისი ყურადღების მისაპყრობად აკეთებთ.


    7)სასწორი


    მამაკაცი რომ მოხიბლოთ!!!


    გირჩევთ:

    - იყოთ უფრო გამბედავი, როდესაც დგება სიტუაცია, ან კითხვა: `ღირს თუ არ ღირს?~

    - შექმნათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ თქვენი რჩეული ყოველთვის გრძნობდეს, რომ არ მისი რჩევების გარეშე ცხოვრება შეგიძლიათ;

    - დააინტერესოთ ხელოვნების მიმართ თქვენი ინტერესითა და ცოდნით;

    - თვალის ჩინივით მოუფრთხილდეთ და `სული უბეროთ~ ყველა შესაძლო საშუალებებით;

    - თავიდანვე გააგებინოთ, რომ თქვენც კამათის ისეთივე წინააღმდეგი ხართ, როგორიც თვითონ.

    არ გირჩევთ:

    - უთხრათ ამ ნიშნის მამაკაცს, რომ თავის ასაკთან შედარებით უფრო ხანდაზმულად გამოიყურება, ვინაიდან ამ ნიშნის მამაკაცები ძალიან ამაყობენ თავისი ახალგაზრდული იერით;

    - ძალა დაატანოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს, მითუმეტეს მაშინ, თუ ეს მის სურვილს ეწინააღმდეგება;

    - მისი კეთილგანწყობისათვის ბრძოლის გაგრძელება, როდესაც ხედავთ, რომ მისი მხრიდან საპასუხო რეაქცია არ არის. სჯობს დანებდეთ. მას უჭირს გითხრათ, რომ ტყუილად კარგავთ დროს.


    8)მორიელი


    მამაკაცი რომ მოხიბლოთ!!!


    გირჩევთ:


    - ყოველთვის სექსუალურად და მიმზიდველად გამოიყურებოდეთ, მაგრამ აშკარად გამომწვევად - იშვიათად;

    - ყოველთვის ფორმაში იყოთ - ღრიანკალს უყვარს თქვენი სხეულის ყურება;

    - მოემზადოთ საუბრებისთვის ნებისმიერ ინტიმურ თემასთან დაკავშირებით (მორცხვებს არ გაგიმართლათ);

    - დარჩეთ მისთვის მუდამ ამოუცნობად - ცნობისმოყვარეობა აღვივებს ღრიანკალის ინტერესს.



    არ გირჩევთ:

    - როდესმე აჩვენოთ მას, რომ ეჭვიანი საყვარელი ან ცოლი ხართ;

    - გააკრიტიკოთ მისი სექსუალური ქცევები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გადაწყვეიტეთ შეწყვიტოთ მასთან რომანი;

    - იყოთ მასთან ზედმეტად ექსცენტრული, ან დრამატული; ეს დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თვითონაც ღრიანკალი ხართ.

    - ძალა დაატანოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს, მითუმეტეს მაშინ, თუ ეს მის სურვილს ეწინააღმდეგება;

    - მისი კეთილგანწყობისათვის ბრძოლის გაგრძელება, როდესაც ხედავთ, რომ მისი მხრიდან საპასუხო რეაქცია არ არის. სჯობს დანებდეთ. მას უჭირს გითხრათ, რომ ტყუილად კარგავთ დროს.


    9)მშვილდოსანი


    მამაკაცი რომ მოხიბლოთ!!!


    გირჩევთ:

    - აჩვენოთ, რომ ისეთივე ძალდატანების გარეშე შეგიძლიათ იყოთ მისთვის მეგობარი, როგორიც საყვარელი ან ცოლი;

    - რაც შეიძლება ნათლად წარმოაჩინოთ თქვენი დადებითი თვისებები;

    - ზედმეტი რეაქციის გარეშე ისწავლოთ მისი პირდაპირი და გუახდილი გამონათქვამების მიღება;

    - იყოთ ისეთივე ენერგიული, როგორიც თვითონაა

    - ყოველთვის სექსუალურად მომხიბვლელი იყოთ მისთვის. უნდა გახსოვდეთ, რომ სიცოცხლე მისთვის მხოლოდ სიამოვნებაა (აქედან გამომდინარე, მის ცხოვრებაში სექსუალურ სფეროსაც არ უკავია უკანასკნელი ადგილი);



    არ გირჩევთ:

    - რომ თქვენმა რჩეულმა ხშირად გნახოთ მართლაც ცუდ გუნება-განწყობაზე;

    - იყოს ისე, როგორც თქვენ გსურთ, ან ისევე, როგორც გუშინ იყო - მშვილდოსანი ვერ იტანს სტერეოტიპებს;

    - მშვილდოსნის მხრიდან სიყვარულის ახსნას ელოდოთ. მას სიტყვებს, ყოველთვის, ქმედება ურჩევნია.

    -თუ ხედავთ, რომ მისი მხრიდან საპასუხო რეაქცია არ არის. სჯობს დანებდეთ. მას უჭირს გითხრათ, რომ ტყუილად კარგავთ დროს.



    10)თხის რქა


    მამაკაცი რომ მოხიბლოთ!!!


    გირჩევთ:

    - შეეგუოთ იმ აზრს, რომ თხის რქისათვის პირველ ადგილზე კარიერაა;

    - ეთამაშოთ მას თამაში `ვინ უფრო გვიან დაკარგავს მოთმინებას~, მაშინაც კი, თუ ეს თამაში უფრო მეტ ხანს გაგრძელდა, ვიდრე თქვენ ვარაუდობდით;

    - ისწავლოთ (არ გაგიკვირდეთ) სექსუალური მასაჟის გაკეთება;

    - გახსოვდეთ, რომ გარეგნობა თხის რქისათვის (რომელიც ბუნებით სნობია) - ყველაზე მთავარია.



    არ გირჩევთ:

    - ელოდოთ მისი მხრიდან მგზნებარე გრძნობების გამომჟღავნებას;

    - დაარღვიოთ მისთვის მიცემული პირობა;

    - აკრიტიკოთ მისი ოჯახი, ახლობლები, მეგობრები, პოლიტიკური შეხედულებები, ასევე მისი სექსუალური შესაძლებლობანი;


    11)მერწყული


    მამაკაცი რომ მოხიბლოთ!!!


    გირჩევთ:

    - შეეცადოთ, თავი მოაჩვენოთ ისეთივე გულგრილად და არაემოციურად, როგორსაც თვითონ ცდილობს, რომ მოგაჩვენოთ;

    - დაიმახსოვროთ, რომ ამ ნიშანს შეუძლია თავი მრავალ გატაცებას შესწიროს, ამიტომ იზრუნეთ საკუთარ თავზეც: თქვენც წამოიწყეთ რამდენიმე თქვენთვის საყვარელი საქმე;

    - ურთიერთობის დასაწყისში იმუშაოთ იმაზე, თუ როგორ გააოცოთ მისი ინტელექტი;

    - კარგად დაიმახსოვროთ, რომ მერწყული - ეს ყოველთვის სულის თავისუფლებაა, ამიტომ შეტევის დაწყების წინ კარგად გათვალეთ მისი ცდუნების ტაქტიკა.



    არ გიჩევთ:

    - როდესმე მერწყულის `მიბმას~ დროსა ან სივრცეში;

    - მისი კეთილგანწყობის მოპოვების დაწყებას მაშინ, როდესაც აშკარად ცუდ გუნებაზეა;

    - როდესმე უხსენოთ, რომ ძალიან სწრაფად დაგიპყროთ და არცთუ ისე ძლიერად ხართ მისით გატაცებული.


    12)თევზები


    მამაკაცი რომ მოხიბლოთ!!!


    გირჩევთ:

    - მოიფიქროთ, თუ როგორ დაუმტკიცოთ თქვენს რჩეულს, რომ ჯერ კიდევ არსებობს ძველმოდური რომანები;

    - შექმნათ საოცრად ალერსიანი და მგრძნობიარე ბუნების ქალის შთაბეჭდილება, მაშინაც კი, როდესაც ძალიან ცუდ გუნებაზე ხართ;

    - არ მოერიდოთ ცრემლებს, გრძნობებსა და სხვა სენტიმენტალურ გამოვლინებებს;

    - შთაუნერგოთ მას, რომ ცხოველები და ბავშვები თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია;

    - დაარწმუნოთ, რომ მანამდე, გულწრფელად, არავინ გყვარებიათ და მხოლოდ ახლა და მხოლოდ მასთან იგრძენით ეს ღვრთაებრივი გრძნობა!



    არ გირჩევთ:

    - როდესმე შეურაცხყოთ მისი გრძნობები!

    - მისი ყურადღების ზედმეტად აქცენტირებას ფულთან უყაირათო დამოკიდებულების გამო, ვინაიდან, მისთვის უკვე კარგადაა ცნობილი, რომ ძალიან არაპრაქტიკულია;

    - თვალებს აცეცებდეთ საზოგადოებაში და კაცებს ეპრანჭებოდეთ, როდესაც ასეთი ფაქიზი ბუნების ადამიანის გვერდით იმყოფებით, მას ხომ ისედაც ცოტა ჰყოფნის განაწყენებისთვის.

კატეგორია: სხვა ♥ | ნანახია: 913 | დაამატა: PerfectlyMiley | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩვენი გამოკითხვა♥.

მოგწონთ ჩვენი საიტი ? ?
სულ პასუხი: 258

SmiLeRs.UcoZ.Com ♥

კალენდარი ♥

«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

მინი-ჩეთი ♥


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0