კვირა, 24.11.2024, 03:06
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმები სტუმარი | RSS
SmiLeRs.UcoZ.Com ♥

მთავარი » 2012 » თებერვალი » 15 » Miley cyrus NEws
15:28
Miley cyrus NEws

ოთხშაბათი იყო, როდესაც ჩვენმა ბოსმა გვითხრა, რომ მაილი საირუსი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდებოდა. ძალიან ავღელდი, რადგან მაილის ფილმის "უკანასკნელი სიმღერის" ძალიან დიდი ფანი ვარ და ზოგიერთ მის სიმღერაზეც დიდი სიამოვნებით მიცეკვია. ვერ ვიტყოდი, რომ მასზე გადამკვდარი ფანი ვიყავი, სანამ.. არ შევხვდი მას!
ხუთშაბათი მოვიდა, თვითერზე ხალხს მივწერე, რომ გადაცემისთვის ეყურებინათ, რადგან მაილი გვეწვეოდა.
როდესაც სტუდიაში შევედი შევნიშნე ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრი ცნობილი სახე, როგორც ჩანს მაილის სანახავად იყვნენ მოსულები და ყველა ძალიან ღელავდა.
როგორც იქნა შოუ დაიწყო, მე ერთ-ერთი რუბრიკა წავიყვანე და როგორც კი მოვრჩი კულისებში გავვარდი, სადაც ყველა მაილიზე საუბრობდა.
მსგავსი კომენტარები იყო: "ის ისეთი მაღალია" ; "მას დაუმთავრებელი სიგრძის ფეხები აქვს". ამ კომენტარებმა კიდევ უფრო დამაინტერესა.
ვერც კი წარმომედგინა ამსიმაღლე თუ იქნებოდა, ლიამ ჰემსვორტის გვერდზე ნამდვილად ციცქნა ჩანს. უკვე ლანჩს ვჭამდი, როდესაც მითხრეს, რომ მე და ჩემს მეგობარს უნდა ჩამოგვერთმია მაილისთვის ინტერვიუ. მე მაშინვე ვითხოვე, რომ ეს სხვას გაეკეთებინა, უცნაურია არა? ისე არ გამიგოთ, თითქოს არ მინდოდა, მაგრამ ნამდვილად გავნერვიულდი და შევშინდი. ეს უკვე მესამედ მეძლეოდა შანსი ჰოლივუდის ვარსკვლავთან მესაუბრა, მანამდე ნანახი მყავდა კრის ალენი და ნიკოლ შერზინგერი, მე ხომ ამას მიჩვეული არ ვიყავი, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ნამდვილად იღბლიანი ვარ.
ბოლოს დადგა დრო, როდესაც მაილი გამაცნეს. პირველი რა ვიფიქრე? ნუ.. გარდა იმისა, რომ სულ ვკანკალებდი, გავიფიქრე, ღმერთო რამსიმაღლეა. ნამდვილად არ ვცდები 5’8 მაინც იქნებოდა (173 სმ) . ორივე წამყვანზე მაღალი იყო. ისეთი არ იყო, როგორიც მე წარმომედგინა. ძალიან თბილი და კეთილი იყო, კარგი სურნელიც ასდიოდა. როგორც კი შემოვიდა, ჩვენსკენ წამოვიდა, ფანებს ხელი დაუქნია, ჩვენ კი თბილად ჩაგვეხუტა და გადაგვკოცნა. სხვა ვარსკვლავებთან, მხოლოდ 3 კითხვის დასმის უფლება გვაქვს, თანაც თვითონ არჩევენ კითხვებს, მაილისთან კი ასე არ იყო. რაც გვსურდა შეგვეძლო გვეკითხა.
ძალიან ნასიამოვნები ჩანდა, რადგან ფანები, რომლებიც შოუს ესწრებოდნენ ყვიროდნენ მის სახელს, მის სიმღერებს მღეროდნენ. ისეთი ბედნიერები იყვნენ, მას რომ ხედავდნენ. როდესაც შოუ დასრულდა ისევ გადაგვეხვია, მაგრამ კიდევ უფრო თბილად. ნამდვილად ძალიან საყვარელი ახალგაზრდა ლედია. როდესაც კულისებში გავედით, გამოიცანით რა მოხდა? სურათების გადაღების უფლებაც კი მოგვცა. ადამიანმა, რომელმაც ნახევარი მსოფლიო გადაიფრინა აქ ჩამოსასვლელად, ძილიც კი ვერ მოასწრო, მზად იყო ჩვენთან დარჩენილიყო ცოტა ხანს და ჩვენთვის ესიამოვნებინა. ისე იქცეოდა თითქოს ერთ-ერთ ჩვენგანი ყოფილიყო.
სულ იღიმოდა, დიახ ის ვარსკვლავია, მაგრამ სწორედ თავისი შესანიშნავი ხასიათის გამო ბრწყინავს. ისიც კი მთხოვა თავისი კონცერტისთვის მეყურებინა. ღმერთო, რა გამოცდილება მივიღე! ცხოვრებაში ისიც კი ვერ წარმომეგინა, რომ მოკლე საუბარი მაინც მექნებოდა ჰოლივუდის ნამდვილ ვარსკვლავთან. მაგრამ მაილის დახმარებით, ეს მოხდა!
მაილისთან შეხვედრა ნამდვილად საოცრება იყო! ამის შემდეგ მას ისე ვერასდროს შევხედა, როგორც აქამდე! ის შესანიშნავია! ახლა ნამდვილად თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მაილის ძალიან დიდი ფანი ვარ! ასე გააგრძელე მაილი! ჩვენ ყველას გვიყვარხარ!

კატეგორია: Miley Cyrus ♥ | ნანახია: 736 | დაამატა: MileyFanN:) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩვენი გამოკითხვა♥.

მოგწონთ ჩვენი საიტი ? ?
სულ პასუხი: 258

SmiLeRs.UcoZ.Com ♥

კალენდარი ♥

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

მინი-ჩეთი ♥


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0