გცემს,ესე იგი უყვარხარ–ეს მომღერალ რიანას აზრია.ორი წლის წინ მომღერალი ბოიფრენფმა კრის ბრაუნმა სასტიკად სცემა.ბუნებრივია,ამ ინციდენტს დაცილება მოყვა,მაგრამ,როგორც ჩანს,დროებით.რიანა მოძალადე ბოიფრენდს დაუბნუნდა,არადა თავის დროზე სასამართლოს გადაწყვეტილებით,კრის ბრაუნს ყოფილ შეყვარებულთან მიკარება 50 მეტრის რადიუსში აეკრძალა.ეს შეზღუდვა თავად მომღერალმა მოახსნევინა,მოგვიანებით სოციალურ ქსელშ მეგობრადაც დაიმატა და ბოლოს საიდუმლო პაემანზეც დათანხმდა."რიანა ცდილობს,თავისი სასიყვარულო ურთიერთობა უისე აღადგინოს, რომ მის თაყვანისმცემლებს უარყოფითი რეაქცია არ ჰქონდეთ.კრის ბრაუნი მზადაა,საყვარელ ქალს იმდეხანს დაელოდოს,რანდენიც საჭირო იქნება"–ამბობს ინფორმაციის წყარო.მისივე თქმით,წყვილი უკვე ორჯერ შეხვდა ერთმანეთს.როგორც მომღერალის მეგობრები ამბობენ, მას კრის ბრაუნი ძველებურად უყვარს.ორი წელი კი საკმარისი დრო აღმოჩნდა იმისათვის,რომ წყენა დაევიწყებინა და ცემისგან მიყენებული ტრავმაც მოეშუშებინა.ჯერჯერობით წყვილი ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებს,არადა კრის ბრაუნი უკვე დაშორდა გოგონას რომელზეც უახლოეს მომავალში დაქორწინებას აპირებდა.