შაბათი, 23.11.2024, 17:52
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმები სტუმარი | RSS
SmiLeRs.UcoZ.Com ♥

მთავარი » 2012 » მარტი » 7 » საინტერესო ფაქტები
19:14
საინტერესო ფაქტები

1938 წლის ნიუ-ჯერსში მიმდინარეობდა რადიოდადგმის ტრანსლირება ჰერბერტ უელსის რომანის ” სამყაროთა ომები”-ს მიხედვით. 6 მილიონიანი ქალაქის მოსახლეობიდან, ერთმა მილიონს მართალი ეგონა ეს ამბავი, განსაკუთრებით იმის მერე, რაც პრეზიდენტმა (ვითომ) გააკეთა მოწოდება სიმშვიდის შენარჩუნების თაობაზე. დაიყო მასიური პანიკა. უამრავი ხალხი გამოცვივდა ქუჩებში. ათასობით ადამიანი ყვებოდა , რომ დაინახა მარსიანელების მფრინავი ხომალდი (!). უცნაურია, მაგრამ ხელისუფლებას 6 კვირა დასჭირდა იმისათვის, რათა დაერწმუნებინათ ადამიანები, რომ ეს სიმართლე არ იყო და თავდასხმა არ მომხდარა. (არ გაგახსენდათ "იმედის” მიერ ომის დაწყების გამოცხადება? :))
1812 წლის რუსეთ-საფრანგეთის დროს ხშირი იყო რუსი ოფიცრების მკვლელობა მათივე ჯარისკაცების მიერ, განსაკუთრებით ღამით. საქმე იმაშია რომ მაშინ მიღებული იყო, რომ მაღალი საზოგადოება და მათ შორის რუსი ოფიცრები საუბრობდნენ ფრანგულად და ამის გამო ჯარიკაცებს ისინი ფრანგებში ერეოდათ. ცნობილია ერთი ფაქტი, გამარჯვების შემდეგ ერთ–ერთი რუსი ოფიცერი გამოვარდა და იყვირა ფრანგულად – "დედაო რუსეთო, მე შენ მიყვახარ” – ამ დროს ერთმა "მუჟიკმა” ჯარისკაცმა არც აცია და არც აცხელა, ესროლა და იქვე გააგორა აჟიტირებული საწყალი ოფიცერი.
ცნობილია, რომ ჩერჩილს უყვარდა სომხური კონიაკი და ყოველდღიურად მიირთმევდა 50% -იან "დვინს”. თუმცა ერთ დღეს მან შეატყო , რომ კონიაკს გემო შეცვლილი ჰქონდა. მან სტალინთან გამოთქვა თავისი უკმაყოფილება. აღმოჩნდა, რომ კაცი ვინც ამზადებდა ამ კონიაკს (მარგარ სედრაკიანი) გადაუსახლებიათ ციმბირში. ის სასწრაფოდ დააბრუნეს, აღადგინეს პარტიაში. ჩერჩილმა კი ისევ მიიღო თავისი საყვარელი კონიაკი. სადრაკიანს მიანიჭეს სოციალისტური შრომის გმირის წოდება.
მაშინ როცა საბჭოთა კავშირში შეიქმნა ავტომნქანა "პობედა”, აპირებდნენ მისთვის "როდინა”- სამშობლო დაერქმიათ, როცა ეს სტალინს უთხრეს მან კითხვა დასვა: "და რა ეღირება სამშობლო?” ამის შემდეგ გადაწყდა, რომ სახელი შეეცვალათ და ასე ეწოდა ავტომნქანას "პობედა”- გამარჯვება.
კელტებს ისე სჯეროდათ მიწისქვეშა ცხოვრების, რომ შეეძლოთ ესეხებინათ ფული იმ პირობით , რომ დაუბუნებდით მას "სხვა სამყაროში”.
1918-1919 ლებში, ნიუ-არლეანში ხალხს შიშის ზარს სცემდა მანიაკი, სერიული მკვლელი-მეტსახელად "ხისმჭრელი”. მას ასე იმიტომ უწოდეს, რომ ის მსხვერპლს კლავდა მხოლოდ ნაჯახით. უცნაური თითქოს არაფერია ამაში, მაგრამ არის ერთი ფაქტი, მკვლელი წინასწარ აგზვნიდა წერილს ქალაქის გაზეთის რედაქციებში, სადაც იუწყებოდა რომ ის მკვლელობას ჩაიდენდა შუაღამეს, როცა გადაცილდება 15 წუთი და ხელს არ ახლებს იმას ვინც ამ დროს უსმენს ჯაზს. ამ დროისთვის ყველა გასართობი დაწესებულება გადავსებული იყო და ჯაზს უკრავდნენ პირდაპირ ქუჩაშიც კი.
ყურები გვჭირდება არამარტო იმისათვის, რომ გავიგონოთ, არმედ ყურში არის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე , რომ დავიჭიროთ წონასწორობა.
ცნობილი ფრაზა, რომელსაც ასე შეჩვეული ვართ -”ეს ელემენტარულია უოტსონ” კანონ დოილის ორიგინალში არც ერთხელ არ გვხვდება.

კატეგორია: სახალისო&საინტერესო ♥ | ნანახია: 1157 | დაამატა: MileyFanN:) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩვენი გამოკითხვა♥.

მოგწონთ ჩვენი საიტი ? ?
სულ პასუხი: 258

SmiLeRs.UcoZ.Com ♥

კალენდარი ♥

«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

მინი-ჩეთი ♥


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0