კვირა, 24.11.2024, 07:17
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმები სტუმარი | RSS
SmiLeRs.UcoZ.Com ♥

მთავარი » 2012 » თებერვალი » 7 » Scary stories
15:05
Scary stories
წვეულებიდან დაბრუნებული გოგო და ბიჭი მანქანით ბრუნდებოდნენ სახლში, უცებ მანქანა გააჩერეს და უკანა შეაჩერეს და ლაპარაკი დაიწყეს თავიანთ ურთიერთობაზე, თან რადიოში მხიარულ მუსიკას უსმენდნენ, ცოტა ხანში მუსიკა ჟურნალისტის ხმამ შეცვალა, ჟურნალისტი მათ ახსენებდა საგიჟეთიდან გამოქცეულ პაციენტზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიქცა საგიჟეთიდან. გოგონამ და ბიჭმა განაგრძეს გზა. შუა გზაში მანქანა გაფუჭდა, რადგან გზაზე უცნაურად იდო ,,ლურსმნების ხალიჩა'' რომელიც აზიანებს მანქანის ბორბალს. ბიჭმა ახლოს მდებარე სახლი დაინახა და შიგ შესვლა გადაწყვიტა დახმარებლის სათხოვნელად. გოგონა ბიჭს მანქანაში ელოდებოდა, ბიჭი კი დიდი ხანი არ გამოჩნდა, როცა უკვე დიდი დრო გავიდა გოგონა ბიჭის მოსაძებნად იმ სახლში შევიდა, რომელიც არც თუ ისე შორს იყო, სახლი მარტო განცაალკევებულად იდგა და უცნაური ვიზუალი ჰქონდა. შიგნით შესულმა გოგონამ დაინახა მისი შეყვარებული, რომელიც კაუჭზე წამონცმული ეკიდა ჭერზე, მის ქვეშ პიანინო იდგა, თუ ბიჭი ფეხს ჩამოდგამდა პიანინოს ხმა გააღვიძებდა მკვლელს. მკვლელი კი გვერდით იწვა და ეძინა, ლეგენდის მიხედვით გოგონამ ბიჭის განთავისუფლება სცადა, იმის მიუხედავად, რომ ბიჭი უკვე მკვდარი იყო, მკვლელს მისი სხეული დასახიჩრებული ჰქონდა, მალე ,,კაუჭას'' გაეღვიძა, გოგონა მთლიანად გამოღადრა და მოკლული ხეზე ჩამოკიდა. ლეგენდის მიხედვით მკვლელი დაიჭირეს და ციხეში ამოხდა სული, მკვლელი სახელან ჯონი იყო და კაუჭიან კაცს ეძახდნენ, მას მარცხენა ხელი არ ჰქონდა. და 30 კაცამდე ჰყავდა ნაწამები და მოკლული.


წვეულებაზე წასულმა მშობლებმა ბავშვი ძიძასთან დატოვეს, ახალგაზრდა ძიძამ ბავშვი დააძინა თვითონ კი ტელევიოზირს საყურებლად ქვემოთა სართულზე ჩამოვიდა. უცებ ტელეფონმა დარეკა, ტელეფონში კი ბოხი ხმა გაისმა : რატომ არ აქცევ ბავშვს ყურადღებას..?, ძიძამ იმწამსვე გათიშა ტელეფონი და იფიქრა, რომ ეს უბრალო სულელური ხუმრობა იყო, ცოტა ხანში ისევ გაისმა ზარი ტელეფონზე, ძიძამ ტელეფონი აიღო, ტელეფონში კი ისტერიული სიცილის ხმა გაისმა. ძიძამ ტელეფონი დააგდო, უცებ ზემოთა სართულიდან ძლიერი ნაბიჯების ხმა შემოესმა. ძიძა ძალიან მშიშარა იყო და იმწამსვე პოლიციაში დარეკა, პოლიციამ სახლში ვერავინ ვერ იპოვა, პოლიციამ ძიძას სთხოვა, რომ დალოდებოდა შემდეგ ზარს, და დიდხანს ელაპარაკა, ამ გზით ისინი დაადგენდნენ მოლაპარაკის მდებარეობას, და აი ისევ გაისმა ზარი, კაცი ამ ჯერზე შემდეგ სიტყვებს ამბობდა : რატომ არ აკონტროლებ ბავშვებს? იქნე ზემოთ ვარ?. პოლიციამ მეორე სართული ისევ გადაამოწმა, და წავიდა. პოლიციის წასვლის შემდეგ ძიძამ ძლიერი ნაბიჯების ხმა გაიგო, მეორე სართულზე ავარდა, იქ მხოლოდ ბავშვი ეგდო, რომელიც აღარ იყო ცოცხალი, დანაწევრებული ბავშვი კუთხეში ეგდო, ხოლო იატაკზე კი სისხლიანი ნაჯახი. ძიძა გადარჩა, მაგრამ მას მკვლელი არ უნახია. ლეგენდის მიხედვით მკვლელი სახლში მარტო დარცენილ გოგონებზე ნადირობს.


ნატალია ყვება:"მდიდარ ოჯახში გავჩნდი და ფუფუნებაში ვიზრდებოდი, მალე პატარა დაც მეყოლა, რომელსაც ლენა დაარქვეს. მე და ლენას კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ის გულჩათხრობილი იყო. გავიდა დრო, საცხოვრებლად ცალკე ბინაში გადავედი, ოჯახთანაც ხშირი კავშირი არ მქონდა, რადგან სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობდით. ერთ საღამოს დედამ ტელეფონით შემატყობინა, რომ ლენამ თავი მოიკლა, მე სასწრაფოდ ჩავედი მშობლიურ ქალაქში, ლენა მეორე დღეს დავკრძალეთ და მე რამოდენიმე დღით მშობლებთან დავრჩი. ღამით საშინელი სიზმრები მაწუხებდა, სულ ჩემს გარდაცვლილ დას ვხედავდი. ეს დედას მოვუყევი და რატომღაც გადავწყვიტეთ, რომ ლენას გვამი ამოგვეთხარა (დედას ეჭვი ჰქონდა, რომ ლენა ცოცხლად დავმარხეთ). ღამით ჩუმად ამოვთხარეთ, კუბოს თავი ავხადეთ და ვიხილეთ საშინელი სურათი: კუბო შიგნიდან მთლიანად დაკაწრული იყო,ჩემი დის გვამი კი გვერდზე იყო გადატრიალებული".


ვინის ლაქა ალექსი ყვება:" სოფელში ვისვენებდი და საღამოობით სოფლის კლუბში დავდიოდი, ერთ საღამოსაც იქ ლამაზი გოგონა გავიცანი, რომელსაც თეთრი კაბა ეცვა. შავი ღვინო დავლიეთ და შემთხვევით მას კაბაზე ღვინო დაეღვარა. ეს გოგონა ძალიან მომეწონა და ვთხოვე, რომ კიდევ ერთხელ სადმე შევხვედროდით, ის დამთანხმდა და მითხრა რომ მასთან ხვალ მივსულიყავი, მისამართიც ჩამაწერინა. მეორე დღეს გოგონას სახლისაკენ გავემართე, დავაკაკუნე კარზე და სახლიდან მოხუცი ქალი გამოვიდა. მოხუცს ვთხოვე, რომ ელიზასთვის( გოგონა, რომელიც გუშინ გავიცანი) ეხმო. თავიც წარვუდგინე და ვუთხარი, რომ ელიზას მეგობარი ვიყავი. მოხუცმა კი მიპასუხა: "შვილო, ის ელიზა, რომელზეც შენ ლაპარაკობ დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, ის ჩემი ერთადერთი შვილი იყო" მე ვუმტკიცებდი,რომ გოგონა გუშინ კლუბში ვნახე. ელიზას საფლავი გათხარეს და ნახეს, რომ გოგონას თეთრ კაბაზე ღვინის ლაქები ჰქონდა."



ვაიმე აი სულ ესაა ; ხხ მეტი უუნდა დამედო მარა მეც შემეშინდა და იმყოფინეთ ეს ; დდ კომები დაწერეთ ; დდ 
კატეგორია: სხვა ♥ | ნანახია: 839 | დაამატა: NiiniiKo-Miley | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 Smiler-ani-)  
0
gaagrdzeleeeeeeeeeeeeeeeeee ..vame es yvelaperi tyuili xoa ? cry

სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩვენი გამოკითხვა♥.

მოგწონთ ჩვენი საიტი ? ?
სულ პასუხი: 258

SmiLeRs.UcoZ.Com ♥

კალენდარი ♥

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

მინი-ჩეთი ♥


სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0