არ ვიცოდი ესე თუ გამიძნელდებოდა... არ ვიცოდი თორემ არ გაგიშვებდი , არ გაგიშვებდი ჩემგან თუმდაც 1 ნაბიჯით შორს ჩემსკენ მოგწევდი და ჩაგეხუტებოდი, ჩაგეხუტებოდი ისე რომ გეგრდძნო თუ როგორ ცემს სიყვარულისგან ჩემი პატარა გული, გაგრდძნობინებდი რომ შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ, რომ მე შენს გარდა არავინ და არაფერი მჭირდება, უბრალოდ ვერავინ გამაბედნიერებს შენს გარდა... არ ვიცოდი ასე თუ გამიძნელდებოდა თორემ არ გაგექცეოდი, არ გაგექცეოდი მხოლოდ იმიტომ რომ შენგან მეტი სითბო დამჭირდებოდა, არ წავიდოდი შენგან შორს იმ იმედით რომ შენ მოხვიდოდი დამელაპარაკებოდი და მომეფერებოდი... არ ვიცოდი ასე თუ გამიძნელდებოდა თორემ არ ავიფარებდი ყურებზე ხელებს როდესაც შენ რაღაცას მიხსნიდი, მოგისმენდი რაოდენ მძიმე და მოსაბეზრებელი ყოფილიყო ეს ჩემთვის რადგან მომესმინა შენი ხმა, შენი ხმა რომელიც ასე მშველის როცა ცუდად ვარ, როცა არავინ და არაფერი არ მინდა შენს გარდა ...
მხოლოდ შენ, შენი ხმა , ხმა რომელიც მიყვარს მიყვარს მთელი გულით , მიყვარს გაგიჟებით, ხმა რომელიც ასე ძალიან მენატრება ახლა, არ ვიცოდი ასე თუ გამიძნელდებოდა უშენობა მეგონა უბრალოდ მომენატრებოდი თუმცა ეს ამაო ფიქრები იყო. აი ზუსტად ეხლა ვგრძნობ რას ნიშნავს მონატრება, გულწრფელი მონატრება, რომელიც ტკივილამდე გრძელდება ჩემს სხეულში, იგი შენზე ფიქრებით, დაუსრულებელი ფიქრებით იწყება და უსასრულოდ გრძელდება... მენატრები ისე როგორც არასდროს, უზომოდ თავდავიწყებით...
ეხლა მივხვდი თუ რა ფასი აქვს მონატრების ცრემლს, რომელიც უიმედოდ გადმოვარდება თვალიდან და აორთქლდება, ეს ცრემლი ჩემი შენდამი დიდი სიყვარულის ნიშანია. იცი? მეშინია ჩვენი სიყვარულიც არ აორთქლდეს, როგორც ეს ცრემლი... მაგრამ არა, ჩევენ ხომ ერთად ვართ და დიდი ხანი ცხოვრების ბოლომდე ერთად ვიქნებით... მენატრები, როდესაც ამ სიტყვას ვამბობ უდიდეს ტკივილს ვგრძნობ, სული მტკივა, შიგნიდან მწიწკნის, მას ხომ ასე ძალიან უნდა შენთან, შენი სითბო და სიყვარული მას ხომ ასე ძალიან ჭირდება. არ მეგონა, მართლა არ მეგონა თორემ შენს თავს და კიდევ ჩვენს დიდ და უძლიერეს სიყვარულს ვფიცავარ არ გაგიშვებდი... გაკოცებდი იქამდე სანამ ტუჩები არ დამეღლებოდა. იცი ამას რატომ ვამბობ? - იმიტომ რომ ვიცი ის არასდროს დაიღლება... არ დაიღლება შენს კოცნაში, მოფერებაში, მას ხომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მიზანი აქვს და ეს მიზანი შენ ხარ.
იცი ახლა რატომ ვწერ? რომ გადმოვცე თუ რას განვიცდი ახლა, ამ მომენტში, და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შენც ამას განიცდი, თუმცა ეს უკვე ვიცი, ვიცი რომ შენც ისე გიყვარვარ და გენატრები, როგოც მე. ჩვენ ერთად ვართ, შეიძლება ერთმანეეთისგან შორსს ვიყოთ, მაგრამ მე მაინც შენთან ვარ ... შენს ფიქრებში, შენს სიზმრებში, და მე ამით ბედნიიერი ვარ, უსაზღვროდ ბედნიერი... იმდენად ბედნიერი რომ საკუთარი თავის სიმძიმე დავკარგე, ხშირად ვიძირები შენზე პიქრებში და ამ ფიქრებში ნაზად გეფერები და შეგიგრძნობ. შევიგრძნობ შენს აღელვებულ სუნთქვას , შენი გულის ცემას და მიხარია, მიხარია რომ გიყვარვარ ...