ხუთშაბათი, 06.02.2025, 22:36
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმები სტუმარი | RSS
SmiLeRs.UcoZ.Com ♥

მთავარი » 2012 » იანვარი » 13 » victoria's Secret
17:40
victoria's Secret


Victoria's Secret ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული კომპანიაა. აქედან გამომდინარე მასში საუკეთესო მოდელები მუშაობენ. ძალიან ბევრი გოგოს ოცნებაა მათ შორის იყოს და მონაწილეობა მიიღოს Victoria's Secret-ის შოუში. თუმცა ამისთვის მხოლოდ ოცნება არ კმარა.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მოდელი, 
იმისთვის რომ Victoria's Secret-ის ანგელოზი გახდეს?
Victoria's Secret-ს აქვს ისეთივე სიმღლის მოთხოვნა, როგორიც სხვა მაღალი დონის კომპანიებს: 1.72-1.83 მეტრი. 
არავის კანდიდატურა, ვინც 1.72-ზე დაბალია არ განიხილება.



იმის გათვალისწინებით, რომ ფირმა თავდაპირველად მხოლოდ საცვლებს ყიდდა და ახლაც ძირითადად მათი გაყიდვითაა დაკავებული, მოდელების პარამეტრებს დიდი ყურადღება ექცევა. ყველაზე სასურველია, რომ მოდელის პარამეტრები იყოს: 86-61-86. თუმცა ოდნავი განსხვავება ამ ციფრებში დასაშვებია, თუ მოდელს გამორჩეული სახე აქვს. 
ისტორიას ჯერ არ ახსოვს არატიპიური მოდელი-გოგონა ვულგარული ფორმებით. (ზედმეტად დიდი მკერდით)

პარამეტრებისა და სიმაღლის გარდა, Victoria's Secret-ს მოთხოვნები ასაკთან დაკავშირებითაც აქვს. მოდელი უნდა იყოს 18-22 წლის, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ჯერ არ არის კარგად ცნობილი მოდის სამყაროში. კონტრაქტით გაფორმებულ მათ ენჯელებთან კი თანამშომლობის წლებთან ერთად ასაკის შეზღუდვა არ მოქმედებს.

Victoria's Secret-ის მოდელის გარეგნობაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ როლს სახე ასრულებს. სასურველია მოდელს ჰქონდეს: სავსე ტუჩები, პატარა ცხვირი და მომხიბლავი ღიმილი. ეს Victoria's Secret-ის მოდელების უმეტესობის მახასიათებელია.


ძალიან ბევრი მოდელი, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ Victoria's Secret-ის ანგელოზი გახდეს, ყურადღებას არ აქცევს იმ ფაქტს, რომ გარეგნობის გარდა მნიშვნელოვანია მათი ხასიათი და სხვებთან ერთად კარგად მუშაობის უნარი. Victoria's Secret-ში დიდ ყურადღებას აქცევენ შინაგან სილამაზესაც. რადგან მოდელმა კომპანია უნდა წარმოაჩინოს, მისი შეუფერებელი საქციელი დიდ ზიანს მიაყენებს ფირმის სახელს. სწორედ ამიტომ რაც არ უნდა ლამაზი იყოს გოგონა მას მოდელად არ აიყვანენ, თუ კარგი ხასიათი არ ექნება. Victoria's Secret-ის მოდელები ყველანი ახლო მეგობრები არიან.


იმისათვის რომ გოგონა გახდეს Victoria's Secret-ის მოდელი აუცილებელია ჰყავდეს აგენტი, სხვა შემთხვევაში ფირმა კონტრაქტს არ გაუფორმებს. Victoria's Secret-ის მოდელების უმეტესობა ორი სააგენტოდნ: Ford Modeling Agency და Elite Model Management-იდან არიან არჩეულები. 


ცხადია, რომ Victoria's Secret-ის მოდელების ფოტოები ჟურნალებში Photoshop–ითაა დამუშავებული, მაგრამ ბუნებრივია რომ შოუზე მათ ეს ფუფუნება არ აქვთ. ამიტომ მოდელები საუკეთესო ფორმაში უნდა იყვნენ. სუფთა კანი, ბზინვარე თმა და კარგი ტანი, მინიმალური მოთხოვნებია.


ისინი ესწრებიან სხვადასხვა წვეულებებს Victoria's Secret-ის სახელით, სადაც გლამურულად უნდა გამოიყურებოდნენ. ასევე დიდ ყურადღებას აქცევენ იუმორის გრძნობას.
მოდელები მუდმივად ვარჯიშობენ, რადგან წლის განმავლობაში ნებისმიერ სეზონზე საცუარო ბიკინების,
თეთრეულის თუ სპორტული ტანსაცმლის რეკლამირება ევალებათ. ასევე Victoria's Secret-ის მოდელები არიან მოდელები ჯანმრთელი ახალგაზრდა ქალისა.
კომპანია პერმანენტულად ატარებს კასტინგს და კონკურსს Victoria's Secret Model Search. კასტინგზე მოდელს ეძლევა 2 წუთი იმისთვის, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს. საბოლოო ჯამში ფირმა ირჩევს 30-მდე მოდელს შოუში მონაწილეობის მისაღებად. რაც შეეხება კონკურსს მის გამარჯვებულსაც ეძლევა შანსი შოუში მიიღოს მონაწილეობა და მოირგოს ცნობილი, ვარდისფერი ხალათი. 2009 წელს კონკურსი 19 წლის Kylie Bisutti -მა მოიგო.

Victoria's Secret-ის მოქმედი ანგელოზები:
Adriana Lima, Alessandra Ambrosio, Miranda Kerr, Doutzen Kroes, Candice Swanepoel, 
Lindsay Ellingson, Erin Heatherton, Chanel Iman, Behati Prinsloo, Lily Aldridge.
ახლა კი გავეცნოთ Victoria's Secret-ის ამჟამინდელი ანგელოზების სიმაღლესა და პარამეტრებს:
Adriana Lima
სიმაღლე: 1.78 მეტრი
პარამეტრები: 86-61-89

Alessandra Ambrosio
სიმაღლე: 1.77 მეტრი
პარამეტრები:86-64-87

Behati Prinsloo
სიმაღლე: 1.78 მეტრი
პარამეტრები :81-66-87 

Candice Swanepoel
სიმაღლე: 1.75 მეტრი
პარამეტრები: 84-59-88

Chanel Iman
სიმაღლე: 1.78 მეტრი
პარამეტრები: 81-58-84

Doutzen Kroes
სიმაღლე: 1.78 მეტრი
პარამეტრები: 82-62-88

Erin Heatherton
სიმაღლე: 1.80 მეტრი
პარამეტრები: 83-62-86

Lily Aldrige 
სიმაღლე: 1.73 მეტრი
პარამეტრები: 84-58-84

Lindsay Ellingson
სიმაღლე: 1.80 მეტრი
პარამეტრები: 84-61-86

Miranda Kerr 
სიმაღლე: 1.75 მეტრი
პარამეტრები: 81-65-86


Rosie Huntington-Whiteley
სიმაღლე: 1.75 მეტრი
პარამეტრები: 86-63-89

კატეგორია: სხვა ♥ | ნანახია: 1245 | დაამატა: MileyFanN:) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
3 NiiniiKo-Miley  
0

2 NiiniiKo-Miley  
0
ulamazesebi ariann wink wink wink wink wink wink

1 SaloShakira  
0
dzan magrebi arian

სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩვენი გამოკითხვა♥.

მოგწონთ ჩვენი საიტი ? ?
სულ პასუხი: 258

SmiLeRs.UcoZ.Com ♥

კალენდარი ♥

«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

მინი-ჩეთი ♥


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0